მცხეთის დროებითი დაკავების იზოლატორთან "სირცხვილიას" აქტივისტები ირაკლი ნადირაძის გასამხნევებლად ჩავიდნენ.
აქტივისტებმა გამამხნევებელი შეძახილებით და პატრიოტული სიმღერებით სოლიდარობა 18 ნოემბერს დაკავებულებს გამოუცხადეს.
დაკავებულების გასამხნევებლად "სირცხვილიას" წევრებმა სოლიდარობის აქცია უკვე გამართეს გორშიც. დღესვე ისინი რუსთავსა და მარნეულში ჩავლენ. სწორედ ამ რეგიონულ იზოლატორებში არიან გადანაწილებული 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები, რომლებსაც მოსამართლემ სხვადასხვა ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა.