18 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
"ქართული ოცნების" შეხვედრა ჯენტლმენური შეთანხმებით დასრულდა

​ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებს შეხვდა.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა მედიასთან აღნიშნეს, რომ მხარეებს შორის საკვანძო საკითხებზე პრინციპული შეთანხმება შედგა. მაჟორიტარმა დეპუტატებმა პარტიის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასეს.

დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილის თქმით კი, დღევანდელი შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში ჯენტლმენური შეთანხმებით დასრულდა.

შეთანხმების მიხედვით, ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ მედიასთანაც მეტ დეტალს გაამხელენ, დღეს კი განხილული საკითხების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.  

დეტალებზე უმრავლესობაში ხვალ ისაუბრებენ და ამის შემდეგ გაირკვევა, რა პოზიციები დათმეს​ მაჟორიტარებმა  და რა შეთანხმებაზე წავიდა ბიძინა ივანიშვილი.

დღის ამბები