18 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში - ილია მეორემ 500-მდე ბავშვი მონათლა

პატრიარქის ნათლული დღეს 500-მდე ბავშვი გახდა. საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. პატრიარქმა ილია მეორემ ბავშვები სამოცდამეათედ მონათლა.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარ შალვა კეკელიას განცხადებით, პატრიარქს უკვე 40 ათასი ნათლული ჰყავს.

"ეს ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან იმით, რომ სხვა ნათლიებთან ერთად მათი ნათლია კათოლიკოს-პატრიარქი ხდება. პატრიარქმა ეს ინიციატივა 2007 წელს გააჟღერა. ამ ინიციატივის შემდეგ ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა," - აღნიშნა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა შალვა კეკელიამ.

პატრიარქმა მართლმადიდებელ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე ბავშვის მონათვლა 2008 წელს დაიწყო. მას შემდეგ საყოველთაო ნათლობა რეგულარულად იმართება.

დღის ამბები