დილიდან აქცია იყო "ქართული ოცნების" ოფისთან.
სამოქალაქო აქტივისტები საყვირებით და შეძახილებით ცდილობდნენ, რომ შეეხსენებინათ ხელისუფლებისთვის შეუსრულებელი დაპირებები. აქცია უმრავლესობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარებას პოლიცია აკონტროლებდა.
მოძრაობა "შეცვალეს" წევრის თქმით, მათ არ სჯერათ იმის, რომ კანონპროექტის ჩაგდება აჯანყებულმა მაჟორიტარებმა გამოიწვიეს. როგორც ოთარ შენგელია ამბობს, ეს წინასწარ შემუშავებული გეგმა იყო, რადგან მმართველმა გუნდმა ზუსტად იცოდა, პროპორციული არჩევნებით ხელისუფლება დამარცხდება და 20%-საც ვერ გადალახავს.
"ყოველდღიური პროტესტი იქნება კონსტიტუციის ფარგლებში, სანამ ეს უზურპატორი ხელისუფლება არ დასრულდება," - აცხადებს ოთარ შენგელია.
მოძრაობა "შეცვალეს" წევრების განცხადებებით, ვადამდელი პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, სხვა ვარიანტები არ განიხილება.
"მაჟორიტარული სისტემა არ გამოვა იმიტომ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ პროცესები გადასულიყო ქუჩაში. ქართველი ხალხი დაუპირისპირდა იმ მარაზმს, რაც მათ ჩაიდინეს," - განაცხადა ნიკა ნოზაძემ.