ადოლფ ჰიტლერის ნივთები 600 ათას ევროდ, ლიბანელმა ბიზნესმენმა აუქციონზე იყიდა.
ჰიტლერის კუთვნილ 10 ნივთს, მათ შორის წიგნს "მაინ კამფი", საბეჭდ მანქანას, ქუდს, შვედეთში მცხოვრები ბიზნესმენი ისრაელს გადასცემს.
მყიდველი თავდაპირველად ნივთების დაწვას გეგმავდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
ნაცისტური რეჟიმის წარმომადგენლების ნივთები მიუნხენში გაიყიდა.