18 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
"პიკეტირების აკრძალვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს" - დემონსტრანტები მსვლელობასა და პიკეტირებას გეგმავენ

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. მორიგი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 7 საათზე დაიწყება.  ისინი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პიკეტირება კანონიერია და დემონსტრანტები კონსტიტუციის ჩარჩოს არ გასცდებიან

"კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ ბლოკირების აკრძალვას, პიკეტირების აკრძალვა კანონმდებლობაში არ არის. ამიტომ, მოქალაქეებს აქვთ პიკეტირების უფლება, პარლამენტში შემსვლელ დეპუტატებს დაუფიქსირონ თავიანთი პოზიცია და მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება ამ ტყუილების მიმართ.

ჩვენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედებთ და ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივმართავთ, რომ ხელისუფლება გონს მოეგოს," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

დღის ამბები