რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ აქციის მონაწილეების მსვლელობა დაიწყო.
"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სამართალდამცველებს სთხოვა, გზის სავალ ნაწილზე სამანქანო მოძრაობა სრულად შეეჩერებინათ, რათა დემონსტრანტებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცემოდათ.
სამართალდამცველებმა ვაშაძეს განუცხადეს, რომ გზის ნახევარი მსვლელობისთვის გათავისუფლებულია და დემონსტრანტების გადასაადგილებლად საკმარისია.
პარლამენტის წინ აქციას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მსვლელობით უერთდებიან.
აქციის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებასაც გეგმავენ.