პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა გამოაცხადეს. "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ დემონსტრანტებს მოუწოდა, პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლონ.
"პარლამენტი ეკუთვნის ხალხს და ჩვენ ვიდგებით ამ პარლამენტში. ჩვენი პროტესტი არის არაძალადობრივი, სამართლიანი და მტკიცე. ამიტომ ჩვენ ახლა გადავალთ წინ, დაელოდეთ ჩვენს იქ მისვლას, ავალთ ჩიტაძის ქუჩიდან და ჩამოვალთ ისევ აქ. რა თქმა უნდა, მთელი ღამე ვიქნებით აქ და არ მოვიცვლით ფეხს," - მიმართა ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.