"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, დემონსტრანტებს, პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებისკენ მოუწოდა.
"მოგიწოდებთ, რომ დავიწყოთ პიკეტირება პარლამენტის შესასვლელების მარჯვნივ, მარცხნივ და უკანა მხარეს. ვინც არის პიკეტირებისთვის მზად, დავიძრათ პარლამენტის გარშემო ტერიტორიაზე. პარლამენტის სესია ვერ ჩატარდება სპეცრაზმის გარეშე.
ამ შემოვლის დროს მოვუწოდებთ პოლიციელებს, რომ არ დაარღვიონ კანონი, ჩვენ არ გვინდა პოლიციასთან ჭიდაობა. ჩვენ გვინდა, როგორც მშვიდობიანად დავარტყით წრე, ასევე მშვიდობიანად მივიდეთ პიკეტირების ლოკაციებზე და მოგვცენ ამის უფლება. ხალხს აქვს უფლება, იქ გადაკეტოს გზა, სადაც მას უნდა, თუ არის შესაბამისი რაოდენობა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.