ამაღლების ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, პარლამენტის წინ კასრებისა და შეშის მიტანის უზრუნველყოფას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და კასრები და შეშა ჩამოართვა.
ელენე ხოშტარიამ კითხვაზე, თუ რატომ ართმევდნენ სამართალდამცველები მოქალაქეებს კუთვნილ ნივთებს, პასუხად მიიღო, რომ "ეს კასრები აქციაზე ვერ მოხვდება, რადგან შეიძლება პიკეტირებისთვის გამოიყენონ".
"თქვენ არღვევთ კანონს"- უპასუხა ხოშტარიამ სამართალდამცველს.