18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
"ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას, ოპოზიცია კი ასრულებს თავის მოვალეობას" - მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია

მმართველი გუნდი პარლამენტის სხდომის ჩასატარებლად ემზადება, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები პოლიციის კორდონის დახმარებით შედიან. ამ ეტაპამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისას პრობლემა არ შექმნიათ.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს, გუშინ კი პარლამენტთან დარბევა არ ყოფილა.

როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აღნიშნავს, პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

"ჩვენ გვაქვს ვალდებულება, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეუფერხებლად წარიმართოს პროცესები. შესაბამისად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას, ოპოზიცია კი ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით მთელს ამ პროცესს და ვიცოდით, რომ პოლიცია დაიცავდა წესრიგს და იმოქმედებდა კანონის ფარგლებში. პოლიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ იფუნქციონიროს," - განაცხადა მერაბ ქვარაიამ პარლამენტში შესვლის დროს.

დეპუტატების ნაწილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს მედიას სხდომის შემდეგ ჰპირდება.

ფოტოს ავტორი : ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები