"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება და დეპუტატებს მოუწევთ მსგავსი ფორმით პარლამენტში შესვლას, როგორც ახლა შედიან.
"პარლამენტი იქნება პოლიციის და სპეცრაზმის ალყაში. დეპუტატებს მოუწევთ მალვით შესვლა პარლამენტში, ხან ერთი შესასვლელიდან და ხან მეორედან. თუ ეს უნდა "ქართულ ოცნებას", იქნება პროცესი ასე," განაცხადა დავით ბაქრაძემ დღეს რუსთაველის გამზირზე.