პრეზიდენტი ისევ დუმს. სალომე ზურაბიშვილმა “კურიერთან“ გუშინ მომხდარ ინციდენტზე განმარტების გაკეთება არ ისურვა. ზურაბიშვილთან გასაუბრება "კურიერმა" მის სახლთან სცადა.
"არაფერი საკომენტარო სამწუხაროდ არ არის"... - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას სალობიეში იმყოფებოდა, რაც საგანგებოდ მისულმა აქტივისტებმა გააპროტესტეს.
ისინი ცდილობდნენ შესულიყვნენ შენობაში, სადაც პრეზიდენტი ვახშმობდა, თუმცა მათ დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.