დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, ხელისუფლების ნაბიჯი მართებული არ იყო და პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.
"ეს იყო ძალის გადამეტებული გამოყენება, როდესაც ადამიანები სხედან გაყინულები და მშვიდობიანი პროტესტის გზას მიმართავენ, ვერ ვხვდები ასე რატომ უნდა მოექცე, გამოიყენო წყლის ჭავლი, შემდეგ კი დააპატიმრო," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები აქციების შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, სანამ ბიძინა ივანიშვილი დანაპირებს არ შეასრულებს.