18 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
კანონის ფარგლებიდან უმრავლესობა არ გასულა  და არც თავად უნდა გავიდნენ - გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ, აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება და შედეგად შექმნილი ვითარება შეაფასა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია კანონის ფარგლებს გასცდა და პოლიციამ ლეგიტიმურად იმოქმედა. 

"ქმნის თუ არა უხერხულობა სპეცრაზმის, თუ პოლიციის დაცვის ქვეშ ჩატარებული საპარლამენტო ცხოვრება? რასაკვირველია, ქმნის, მაგრამ ეს რა შედარებაა იმ უხერხულობასთან, რომელიც სახელმწიფოს შეექმნება, თუ პარლამენტი შეაჩერებს მუშაობას და, თუნდაც, არ მიიღებს ბიუჯეტს. კანონის ფარგლებიდან არ გასულა პარლამენტი, უმრავლესობა და, ვფიქრობ, რომ არც თავად უნდა გავიდნენ. დანაშაულია, ეს დანაშაული ემოციითაც არის გამოწვეული რასაკვირველია, ამავდროულად, ორგანიზებულია საკმაოდ ტრადიციული ჯგუფის მიერ და მიმართულია სახელმწიფოს გაჩერებისაკენ, რასაკვირველია, იმოქმედებდა პოლიცია,"- განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები