18 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
აქციის დაშლისას დაშავებულებიდან ორი პაციენტი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს

აქციის დაშლისას დაშავებულებიდან ორი საავადმყოფოდან გაეწერა, ერთი პაციენტი კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

შესაძლოა ზაზა ლიპარტელიანს, რომელსაც თვალი დაუზიანდა ოპერაცია დასჭირდეს, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ დღეს ისევ აქციაზე მივიდა.

გუშინ ჰოსპიტალში მოხვედრილი კიდევ ერთ პირს კი, ექიმების ინფორმაციით ალკოჰოლით ინტოქსიკაცია დაუდგინდა.

ერთ-ერთი დაშავებული ზაზა ლიპარტელიანი, რომელსაც თვალი დაუზიანდა აღნიშნავს, რომ პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადამ ადგილზევე ჩაუტარა.

"პირველადი დახმარება ადგილზე გამიწიეს, რობოკოპები გვაწვებოდნენ და ამ დროს წყლის ჭავლი სახეში მომხვდა შემთხვევით და მივიღე დაზიანება," - განაცხადა ზაზა ლიპარტელიანმა.

"ამტელ ჰოსპიტალის" კლინიკური დირექტორის ლაშა მაჭარაშვილის ინფორმაციით, პაციენტს  თვალბუდის დაზიანება აღენიშნება და შესაძლოა  ოპერაცია დასჭირდეს.

"ნიუ ჰოსპიტალსის" ექიმის კონსტანტინე სახვაძის თქმით, ერთ-ერთი პაციენტი კლინიკაში  ალკოჰოლური ინტოკსიკაციით შეიყვანეს, მას ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები