18 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
"იგივე შეცდომები მეორდება, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო დაშვებული" - ნოდარ ხარშილაძე

ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ექსპერტები აფასებენ. პოლიტოლოგების ნაწილის თქმით, ხელისუფლება საკუთარი ქმედებების ტყვეობაშია და საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობას გამართლება არ აქვს.

როგორც სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, "ქართულ ოცნებას" არ აღმოაჩნდა უნარი რეფორმების გასატარებლად.

"სამწუხაროა, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლა სჭირდება სიმართლის საპოვნელად. "ქართულ ოცნებას" სამწუხაროდ არ აღმოაჩნდა საკმარისი ცოდნა, რომ რეფორმები გაეტარებინა და ეკონომიკა წინ წაეწია. ხელისუფლებამ დემოკრატიზაციაზეც უარი თქვა ბოლო მომენტში, შესაბამისად ვერ გამიგია "ოცნება" მესამე ვადით რის ხარჯზე უნდა ხელისუფლებაში დარჩენა," - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე აღნიშნავს, "ქართული ოცნების" ხელისუფლება წინა ხელისუფლების შეცდომებს იმეორებს.

"ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ქვეყანა აქამდე მივიდა და ხელისუფლება ასეთ რაღაცეებს აკეთებს. იგივე შეცდომები მეორდება რაც წინა ხელისუფლების დროს იყო დაშვებული. ოპოზიციის პროტესტი კი, ჩემი აზრით ამ შემთხვევაში სწორია, უბრალოდ უფრო პერფორმანსული სახე უნდა მიეცეს ამ აქციებს," - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

დღის ამბები