ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლაიშვილმა 25-26 ნოემბერს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.
ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციის დაშლის უფლება ჰქონდა, რადგან კანონი ამის საშუალებას იძლევა.
"რასაც აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული უფლება აქვს ამის განხორციელების, გამომდინარე იქიდან, რომ არსებული კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ თუ მორალურ მხარეს მივადგებით და რამდენად კარგია, წყლის ჭავლს როდესაც იყენებს ადამიანი, სიცივეში და როცა არის -1 ტემპერატურა, ეს სასიამოვნო არავისთვის არ არის, მაგრამ, ამავდროულად, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს კანონმდებლობით დაშვებულია. ყოველთვის შეიძლება იყოს რაღაც მომენტი, რამაც შეიძლება გადაიტანოს მოვლენები ქუჩიდან პარლამენტში. თუკი იქნება ნება, მაგრამ ნება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი,"- განაცხადა ლევან ნიკოლაიშვილმა.