18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
იმაზე ფიქრს, რას ფიქრობს პრეზიდენტი, შევეგუოთ, რომ პრეზიდენტი არ გვყავს - ლევან გოგიჩაიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დუმილს ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე დეპუტატები უარყოფითად აფასებენ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, პრეზიდენტი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრეზიდენტის აპარატის შესანახად გამოყოფილი თანხა სულ ტყუილად იხარჯება. 

"გავიაზროთ, რომ ტყუილად ვყრით ფულს მისი აპარატის შენახვაში, არ არსებობს პრეზიდენტი ამ ქვეყანაში. დავივიწყოთ, რომ პრეზიდენტი გვყავს, არ გვჭირდება ჩვენ პრეზიდენტი ამ მოცემულობაში. შევეგუოთ, რომ წელიწადში 3 მილიონს ჰაერში ვყრით. სჯობს შევეგუოთ, ვიდრე ასე ვიტანჯოთ იმაზე ფიქრში, რას ფიქრობს პრეზიდენტი,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე პრეზიდენტის დუმილი უპრიანი არ არის. 

"დროულია, რომ მან თავისი კომენტარი გააკეთოს და მიმართოს საზოგადოებასაც, ის არჩეული პრეზიდენტია და მგონი დუმილი არ უნდა იყოს უპრიანი. ყოველ შემთხვევაში, აქედან ასე ჩანს. ის არის მოქალაქე, არის პრეზიდენტი, მას უფლება აქვს, კანონით ასეთი რამე არ არის აკრძალული და გააჩნია ადამიანს. მე, მაგალითად, ასეთ დროს არ მომინდებოდა,"- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს, მაშინ, როდესაც პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობდა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სალობიეში იმყოფებოდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პრეზიდენტს მიაკითხეს, მწნილი მიუტანეს და მასთან დალაპარაკებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილმა სალობიე საპატრულო პოლიციის თანხლებით დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები