18 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
პარლამენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატების ნაწილი დაამტკიცა

მეცხრე მოწვევის პარლამენტში არსებულ რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს.

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას 87 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ესწრება.

პარლამენეტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ ლიდერს, გია ვოლსკის, მხარი 81-მა დეპუტატმა  დაუჭირა. ასევე 81 ხმა მიიღო ვიცე- სპიკერის თანამდებობაზე საპროცედურო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება ვიცე-სპიკერის პოსტზე ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს, მან 80 დეპუტატის  მხარდაჭერა მიიღო. 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურას კი ხვალ უყრიან კენჭს.

ამასთან, ხვალ ეყრება კენჭი კახა კუჭავას კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, ასევე ხვალ უყრიან კენჭს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანის კანდიდატურას.

 

დღის ამბები