30 დეკემბერი 2024,   19:54
ვრცლად
პარლამენტის პიკეტირება დღეს არ იგეგმება - აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს სამომავლო გეგმები გააცნეს

პარლამენტის პიკეტირება დღეს არ იგეგმება - ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს და შეკრებილებს სამომავლო გეგმები გააცნეს.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარედ 15-მდე კარავია გაშლილი. ადგილზე რჩება პოლიციაც.

რუსთაველის გამზირზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოსვლები გრძელდება.

ორგანიზატორების თქმით, აქციები არ შეწყდება და ის ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

რაც შეეხება ოპოზიციონერ ლიდერებს, ისინი ამ წუთებში "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში  არიან შეკრებილი და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

 

დღის ამბები