06 ოქტომბერი 2024,   09:16
ვრცლად
"ივანიშვილი თავისი სამარცხვინო კლოუნებით უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, რომ ქვეყანა დიდი შარიდან გამოვიდეს" - ბოკერია 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის გეგმები და მოთხოვნები ხელისუფლებისადმი უცვლელია.

მისი განმარტებით, ოპოზიცია, განსხვავებული ფასეულობებითაც კი, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო სრულად ერთიანია.

"სრულად ერთსულოვანია ოპოზიცია იმ ამოცანებში, რაც პირველივე დღიდან დაისახა. ტაქტიკაზე შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ეროვნული ამოცანა, რომელიც ფასეულობებში განსხვავებულ ჯგუფებსაც კი აერთიანებს, მართლაც უნიკალურია. ივანიშვილი თავისი სამარცხვინო კლოუნებით უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა ამ დიდი შარიდან და ხიფათიდან იქნეს გამოყვანილი.

პროპორციული ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ის ცვლილებები, რაც საჭიროა, რომ ტექნიკური მთავრობა იყოს, ეს ყველა ამოცანა არის ძალაში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

დღის ამბები