18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის  სამსახურის ხელმძღვანელმა  გალაკტიონ  ბუაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განცხადება თბილისის მერმა გააკეთა და მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის თქმით, გალაკტიონ ბუაძე კერძო სექტორში მიდის.

"მე მესმის, ძალიან რთულია ათენო ღამეები, იმუშაო იმ პირობებში, რა პირობებშიც გვიწევს მუშაობა, თუმცა გაგიმ მართლაც ღირსეულად გაართვა თავი და ის იყო მართლაც,  ერთ-ერთი წარმატებული თავის სამსახურთან ერთად. კერძო სექტორში გადადის, უფრო მაღალი ხელფასით, ჩვენ ხელს არ შევუშლით, მადლობა მინდა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები