რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი კარავი გაშალეს. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის" უერთდებიან.
მათი მიზანია პარლამენტის წინ აქციაზე მისული ადამიანებისთვის საგანმანათლებლო სივრცე შექმნან.
სტუდენტები კარავში საჯარო დისკუსიების გამართვას გეგმავენ.