18 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
მთელი სამთავრობო კვარტალი მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი, გეტოდ აქციეს - გიგი უგულავა

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩისკენ გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მთავარი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება სწორედ ამ ქუჩიდან მოხდება.

"ეს პარლამენტი არის ღირსი, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს? მთელი სამთავრობო კვარტალი მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი, გეტოდ აქციეს და შიგნით აპირებენ შევიდნენ და ასე ღობეების ამარა დარჩენილმა მთავრობამ და პარლამენტმა სიმბოლურია, რომ დღეს უნდა გადაინაწილონ გამოთავისუფლებული სკამები. სიმბოლიზმია იმაში, რომ რკინის ღობეებით უწევთ სკამების გადანაწილება," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. 

აქციაზე იმყოფება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა, რომლის განცხადებით, პარლამენტის წევრებმა მოსახლეობა მოატყუა და მათ გადაწყვეტილების მიღების არანაირი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ. 

დღის ამბები