18 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ივანიშვილს ამ აქციების ერთი პოლიტიკური პარტიის პროტესტად მონათვლა არ გამოუვა - ნიკა მელია 

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერვიუს პოლიტიკურ წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილი პარტია "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს.

"ნაციონალურ მოძრაობას" ხშირად იმიტომ ახსენებს, რომ ხვდება, ძლიერი ოპოზიციური პარტიაა და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მას. მაგრამ, რაც არ უნდა ეცადოს ის, რომ ეს პროტესტი მონათლოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის პროტესტად, არ გამოუვა, ამის აღარავის აღარ სჯერა, ეს პროპაგანდა აღარ მუშაობს. რა "ნაციონალური მოძრაობა", პარტია არ დარჩენილა, რომელიც არ არის ჩართული ამ საპროტესტო აქციების არა მხოლოდ ორგანიზებაში, არამედ მონაწილეები არიან და საზოგადოების ყველა ჯგუფია ჩართული,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები