18 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
"ამ მატყუარა არსებამ აღიარა, რომ ე.წ. "მაჟორიტარების ამბოხი" მან დაგეგმა და მან შეასრულა" - უგულავა ივანიშვილზე

"ამ მატყუარა არსებამაც კი აღიარა, რომ ის ვითომ ამბოხი, სინამდვილეში წინასწარ განზრახული მზაკვრობა იყო," - ასე შეაფასა პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.

უგულავას განცხადებით, ის, რომ ივანიშვილი არჩევნების მაჟორიტარულ სისტემას აქებდა, ცხადყოფს, 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტის ჩავარდნა წინასწარ დაგეგმილი იყო. 

"გუშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ამ მატყუარა არსებამაც კი, ივანიშვილი მყავს მხედველობაში, აღიარა, ის ვითომ ამბოხი სინამდვილეში არანაირი ამბოხი, არამედ წინასწარ განზრახული მზაკვრობა იყო, რომელიც მან დაგეგმა და მან შეასრულა. გუშინ ის თავგამოდებით იცავდა და აქებდა მაჟორიტარულ სისტემას," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები