პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნები არ სურს და ხელისუფლებაში მოსვლის რევოლუციურ სცენარს ახორციელებს.
"არაფერი სისტემა ისეთი არაა, რომელიც მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობისთვის" და სხვა სატელიტებისთვის, აღარ დავასახელებ. რატომაც არა, გამოვიდნენ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა. მათ არჩევნები არ უნდათ, მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში 50%-ზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს.
"ჩვენი გათვლა სწორედ ეს არის, რომ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან ნიშნულს, ამაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ვიდრე ოპოზიცია დაკავებულია დესტრუქციული მოქმედებების დაგეგმვით, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შესაბამისი საარჩევნო შედეგი მივიღოთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.