პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
ნათელაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი არაადეკვატურია და ხელისუფლების დღეები დათვლილია.
"ამ ხელისუფლებას წასვლის გარდა არაფერი უშველის. არაფერი აღარ გამოვა, ამიტომ მათ შეუძლიათ ერთადერთი რამ - პროპორციული არჩევნები და კარის გახურვა. დღეს ყველა: ლეიბორისტიც, ნაციონალიც, ევროპელიც, აზიელიც, კონსერვატორიც, ეროვნულიც, ტრადიციონალისტიც, პრორუსიც, პროამერიკელიც ითხოვს შენს წათრევას ხელისუფლებიდან,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.