18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოში ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, საქართველოში  ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ ყოფილა. მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ვიზიტი კიევში, თუმცა  უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო უკრაინის მხარის თხოვნით, ვიზიტი 2020 წლისათვის გადაიდო.

დღის ამბები