დაძაბულობაა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივიდა.
ეულუკიანს გარეთ აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენელები შეძახილებით დახვდნენ.
ადგილზე ვითარება რამდენიჯერმე დაიძაბა. თეა წულუკიანი სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვით შეიყვანეს.
"ამ სტვენიების ხელში კიდევ კარგად ვართ. კარგია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩავარდა, თემა დახურულია, მოემზადონ არჩევნებისთვის,"-განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.