ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაქენზი იმედოვნებს, რომ დატყვევებული ქართველი ექიმი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება ოჯახს.
"ღრმა შეშფოთებას გამოვხატავ იმის გამო, რომ ექიმი გაფრინდაშვილი კვლავ პატიმრობაში იმყოფება. ასევე შეშფოთებული ვარ იმის გამოც, რომ ასეთი დაკავებები ხშირია. იმედი მაქვს, რომ ექიმი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს. რთულია იმის გაგება, თუ რა სარგებელს აძლევს ექიმის დაკავება დეფაქტო რეჟიმს, როცა რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი და განათლების სისტემა მეტად რთულ მდგომარეობაშია, " - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.