18 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"ეჭვი მეპარება ხელისუფლება დიალოგისთვის მზად იყოს"- გრიგოლ ვაშაძე

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ხელისუფლება დიალოგისთვის მზად არ არის.

ვაშაძემ ამის საფუძვლად ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარი ინციდენტი დაასახელა, სადაც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

"გუშინდელი კოშმარული დღის და ღამის შემდეგ, რაც ქუთაისში მოაწყო ხელისუფლებამ აიპ-ებისსიპ-ების და სხვა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების მეშვეობით ჩვენს ოფისთან, რაღაც დიდი ეჭვი მეპარება, რომ რაიმესთვის იყვნენ მზად. ჩვენ კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადავდგით. "ქართულმა ოცნებამ" აიღო თავის თავზე პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს. ოპოზიციამ ამაზე უარი თქვა, ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, ცალმხრივად წავედით კომპრომისზე. თუ ამაზეც არ დათანხმდნენ, პრობლემა არ არის, გაგრძელდება ყველაფერი ისევ ისე, როგორც არის. საქართველოს მოქალაქე არის დაპირისპირებული "ქართულ ოცნებასთან." ვერავინ ვერ დაადანაშაულებს ოპოზიციურ პარტიებს იმაში, რომ ჩვენ დიალოგზე არ დავთანხმდით ან დიალოგი ჩავშალეთ,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივითა და ჩართულობით ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები