18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ადის, პოსტზე შედის და რუსებს აგინებს ხოლმე - ოკუპანტების მიერ გენადი ბესტაევის დაკავების დეტალებზე მისი ახლობლები საუბრობენ

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. გატაცებული გენადი ბესტაევი გორის რაიონის სოფელი ზარდიაანთკარის მკვიდრია. ეს მისი დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. ბესტაევის ცოლ-შვილი ცხინვალში ცხოვრობს, რის გამოც მას ხშირად უწევდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა. ამჯერად, როგორც ცხინვალიდან იუწყებიან, მას ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

გენადი ბესტაევის დის თქმით, მან საკუთარი ძმა 4 დღის წინ ნახა, შემდეგ კი ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

ნაირა გუდაძის თქმით, გენადი ბესტაევი საოკუპაციო ხაზთან მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფო მას არაფრით ეხმარება:

"4 დღის წინ ვნახე ჩემი ძმა, თავის სახლში წავიდა, დავურეკე, აღარ მპასუხობდა, ზედ საზღვარზე ცხოვრობს, იმისი დამხმარე კაციშვილი არაა, შუქი იმას არ აქვს, არაფერი, ეს სახელმწიფო მაგას არაფრით ეხმარება," - აცხადებს ნაირა გუდაძე

გენადი ბესტაევის მეზობელი იურა ბესტაევის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ის ადრეც ჰყავდათ დაკავებული:

"ადის, აგინებს რუსებს, პოსტზე შედის, მთვრალი ადის და იგინება, დააკავეს და წაიყვანეს ცხინვალში. ჰყავდათ ხოლმე 2-3 თვე. ბოლო ხანს 2 თვით იყო," - აცხადებს იურა ბესტაევი.

დღის ამბები