დაპირისპირება თბილისის 116-ე სკოლაში. შესვენებაზე მომხდარი შელაპარაკების შედეგად
მეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს ფეხის არეში საწერი კალმით ჭრილობა მიაყენა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, დანის გამოყენების შესახებაც, თუმცა ამ ფაქტს სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს. მომხდარის გამო სასწავლო დაწესებულებაში პოლიციის ეკიპაჟი იყო გამოძახებული.
საჭირო გახდა ბავშვის კლინიკაში გადაყვანაც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.