სამოქალაქო აქტივისტებმა 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის მხარდამჭერი აქცია გუშინ შს სამინისტროსთან გამართეს. პროტესტის დასასრულს აქციის მონაწილეებმა ლუკას ხსოვნას პატივი მიაგეს.
სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, დღეს მათი პროტესტი გაგრძელდება.
"სისტემა აუცილებლად დაინგრევა. ჩვენს შვილებს ამ სისტემას აღარ დავახოცინებთ. ლუკა იქნება ბოლო. სიმართლით და მშვიდობით ვაჯობებთ სისტემას," - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.