18 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
სინოდის სხდომა შესაძლოა წლის ბოლომდე ჩატარდეს

სინოდის სხდომა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარდეს - ამის შესახებ მეუფე გერასიმემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის თქმით, სხდომაზე ყველა ის საკითხი განიხილება, რომელიც ეკლესიისა და საზოგადოების წინაშე დგას.

"მოვლენებს ნუ დავასწრებთ. დავიცადოთ და ვნახოთ. პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას. როდესაც ჩატარდება სინოდის სხდომა, განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც ეკლესიისა და საზოგადოების წინაშე დგას," - განაცხადა მეუფე გერასიმემ.

დღის ამბები