საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პატრიარქის აღსაყდრების 42-ე წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
თალაკვაძემ პატრიარქს მიულოცა და აღნიშნა, რომ მას დიდი ღვაწლი აქვს ქვეყნისა და ერის წინაშე.
"დიდი ღვაწლი, დიდი სამსახური, ერისა და ღვთის წინაშე სახეზეა. ეკლესია-მონასტრების აღდგენა, რწმენაში დაბრუნება, ქართული ტრადიციებისა და კულტურის მხარდაჭერა, უძველესი ქართული საგალობლების აღდგენა, ეკლესიაში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულის დაბრუნება,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.