რუსეთში ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
პირველადი მონაცემებით ავტობუსში, რომელსაც მგზავრები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით გადმოჰყავდა 19 პირი იმყოფებოდა. ადგილზე გარდაიცვალა 2 ადამიანი - ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. დაშავდა 17, მათგან 8 სტაციონარშია გადაყვანილი.
დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია. მსუბუქად დაშავებული მგზავრების საქართველოში დასაბრუნებლად თბილისიდან რუსეთისკენ უკვე გაემართა 2 ავტობუსი. შვეიცარიის საელჩოში არსებულ საქართველოს სექციაში მოქმედებს ცხელი ხაზი.
ავარია გუშინ, დღის ბოლოს სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარ-ლუკინოსთან მოხდა. მიზეზად უამინდობა და მოყინული გზა სახელდება.