30 დეკემბერი 2024,   21:00
ვრცლად
გარემოვაჭრეებს პარლამენტის წინ გადასვლას აიძულებენ - ხმაური რესპუბლიკის მოედანზე

რესპუბლიკის მოედანზე გარემოვაჭრეებსა და მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირება მოჰყვა ინსპექციის მიერ მოვაჭრეების გაფრთხილებას, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაენაცვლათ. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მოედანზე ვაჭრობის უფლება 13 იანვრამდე აქვთ და მუნიციპალური ინსპექციის მითითებებს არ დაემოჩილებიან. მერიაში განმარტავენ, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლება 25 დეკემბრიდან 13 იანვრამდე მიეცათ მხოლოდ მცირე მეწარმეებს და კერძო პირებს, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. რა შეეხება გარემოვაჭრეებს, მათ სპეციალური ადგილები გამოყოფილა თბილისის რაიონების მიხედვით. ვაჭრობა ნებადართულია პარლამენტის მიმდებარედაც.

"მთავარი ნაძვის ხე აქ არის ხალხი აქ არის,  ჩვენ იქ რისთვის დავსხდეთ?"- აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

ადგილზე იმყოფებოდა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც, მისი თქმით, კალაძე და ივანიშვილი ერთმანეთს აპირისპირებს შვილმოკლულ მშობლებს და შიმშილით შვილების დახოცვის წინაშე მყოფ მშობლებს. ასე შეაფასა ჩხარტიშვილმა ის ფაქტი, რომ გარემოვაჭრეებს პარლამენტის წინ გადასვლას აიძულებენ, სადაც რამდენიმე დღის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი დაშალეს.

დღის ამბები