02 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
ნატო ერაყში წვრთნებს დროებით შეწყვეტს - იენს სტოლტენბერგმა ირანის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა დაგმო

ნატო ერაყში წვრთნებს დროებით შეწყვეტს - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა ირანის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა დაგმო და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

"ვგმობთ ირანის მიერ სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერას. მოკავშირეები თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის. ამიტომ, ირანმა თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ძალადობისა და პროვოკაციებისგან. ამ ეტაპზე დროებით ვწყვეტთ ერაყში წვრთნებს, პირადი შემადგენლობის უსაფრთხოება პირველხარისხოვანია. წვრთნები მაშინვე გაგრძელდება, როგორც კი ამის შესაძლებლობას სიტუაცია მოგვცემს. ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ერაყის მთავრობასთან," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე ნატოს წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩებიან.

ერაყსა და ირანში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შტატების ავიაიერიშს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა.

დღის ამბები