04 მაისი 2024,   09:19
ვრცლად
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ის ვიზაზე უარი უთხრეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეერთებულ შტატებში არ შეუშვებენ.

მინისტრი, ვიზაზე უარის გამო, ნიუ-იორკში დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრას ვეღარ დაესწრება.

ცნობილია, რომ ვაშინგტონს უცხოელი დიპლომატებისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმა "უსაფრთხოების, ტერორიზმისა და საგარეო პოლიტიკის" მიზეზებით შეუძლია. საკითხთან დაკავშირებით​,  შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და გაეროში, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობილია, რომ ზარიფის ამერიკაში ვიზიტი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობის დაძაბვამდე იყო დაგეგმილი.

დღის ამბები