30 დეკემბერი 2024,   20:09
ვრცლად
ელისაბედ მეორე თანახმაა, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა გარკვეული პერიოდი კანადაში იცხოვრონ - სამეფო ოჯახის კრება

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გადაწყვეტილება ცნობილია. დედოფალი ელისაბედ მეორე თანახმაა, პრინც ჰარის და მის მეუღლეს მეგან მარკლს, დრო მისცეს და წყვილმა გარკვეული პერიოდი კანადაში იცხოვრონ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის ბუკინგემის სასახლეში საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს.

დედოფალმა შვილიშვილი, პრინცი ჰარი ოჯახის კრებაზე დაიბარა. შეხვედრას პრინცი უილიამი და ძმების მამა, პრინცი ჩარლზიც დაესწრო. მეგან მარკლი საუბარში კანადიდან ტელეფონით ჩაერთო. დედოფალმა პრინც ჰარისთან გასაუბრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სკანდალური განცხადება გააკეთეს.

მეგანმა და ჰარიმ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსზე უარი თქვეს.

ბრიტანეთის ტაბლოიდებმა ამის მიზეზად ჰარისა და უილიამს შორის უთანხმოება დაასახელეს. ძმებმა დღეს ბრალდებები უარყვეს და მედია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

დღის ამბები