ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ 22 წლის ქალი გრიპის - B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით დაიღუპა სიმართლეს არ შეესაბამება.
"დაგვიფიქსირდა დღეს მესამე გარდაცვალების შემთხვევა გრიპოზული ინფექციით, რომელიც ლაბორატორიულად არის დადგენილი. ახალგაზრდა ქალბატონია, 22 წლის. ლაბორატორიულად შესწავლილია ეს შემთხვევა და სამწუხაროდ დადასტურებლია B ტიპის გრიპის ვირუსი. B ტიპის ვიქტორიას შტამი ტრიალებს ახლა საქართველოში. ეს იყო გამოწვეული გრიპით და არავითარი კავშირი მას კორონავირუსულ ინფექციასთან არ აქვს," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
22 წლის ქალი 19 იანვარს გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, მეორე დილას კი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავდათ სამკურნალოდ.