18 ნოემბერი 2024,   14:19
ვრცლად
ლევან იზორიამ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ლევან იზორიამ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და მისი ძმის სკანდალს არ უკავშირდება.

ლევან იზორიამ გადადგომის შესახებ განცხადებით, პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა და ის მუშაობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. იზორია გერმანიის ელჩის თანამდებობას დაიკავებს.

"ჩემი საქმიანობა დღეს შეწყდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში. გარკვეულწილად საზოგადოებამაც გაიგო, რომ სავარაუდოდ შეიძლება მე ვყოფილიყავი გერმანიაში ელჩი. ასე, რომ, თითქოს რაღაც დასჯის ფორმა განხორციელდა ჩემს მიმართ, არის მოგონილი ისტორია," - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები