18 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
უფლებების რეალიზება ყველა მოქალაქემ კანონის ჩარჩოში უნდა მოახდინოს - გურამ მაჭარაშვილი

"ყველა მოქალაქემ უნდა შეძლოს და კანონის ჩარჩოებში მოახდინოს თავისი უფლებების რეალიზება," - ასე უპასუხა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა მესამე სექტორის კრიტიკას, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსს ხელისუფლება სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყენებს.

მაჭარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებები მაქსიმალურად არის დაცული.

"ჩვენს ქვეყანაში ნამდვილადაა უზრუნველყოფილი ის, რომ ერთის მხრივ, დაცულია ადამიანის უფლებები - შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და, მეორეს მხრივ, ასევე უზრუნველყოფილია ის, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს და კანონის ჩარჩოებში მოახდინოს ყველა უფლების რეალიზება, მათ შორის აქციების კუთხით, მათ შორის ქუჩაში ქმედებების გამოხატვის კუთხით და ა.შ.

ამ შემთხვევაში, თუ მოხდება გადაცდენა, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი და პროფესიონალიზმი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა უზრუნველყონ ამ ქმედებების კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები