აშშ-დან წამოსული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება მთავარ გათვლას ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტზე აკეთებს, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებს, როგორც საკანონმდებლო, ასევე სამთავრობო დელეგაცია.
უმრავლესობის წევრების თქმით, ისინი აშშ-ში მეგობრებთან და პარტნიორებთან მიდიან და მზად არიან ყველა არსებულ კითხვას გასცენ პასუხი:
"კიდევ ერთხელ დასტურდება ის. რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ეს არის უმნიშვნელოვანესი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამიტომ თუკი კონგრესმენებს რაიმე კითხვები გააჩნიათ იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ცხადია, ჩვენ უახლოეს მომავალში ვეწვევით შეერთებულ შტატებს, მოგეხსენებათ, რომ ახლო მომავალში დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და ნებისმიერი კითხვა, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ჩვენ მზად ვართ ამ კითხვებს პასუხი გავცეთ, მაგრამ მთავარი არის ის რომ ჩვენ მივდივართ ჩვენს მეგობარ კონგრესმენებთან და თუ კითხვები არსებობს, ბუნებრივია ამ კითხვებს გავცემთ პასუხს," - განაცხადა გიორგი კახიანმა.