18 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
დავით ზალკალიანი ჩინეთს მხარდაჭერას უცხადებს, თურქეთს კი მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც დავით ზალკალიანი ტვიტერზე წერს, საქართველო ჩინეთის გვერდითაა და ჩართულია მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ თანამშრომლობაში:

"კორონავირუსის აფეთქების ფონზე, გვსურს ჩინეთმა იცოდეს რომ საქართველო მის გვერდითაა და ჩართულია თანამშრომლობაში იმისთვის, რომ მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ახლა მხარდაჭერის და სოლიდარობის დროა,"- წერს დავით ზალკალიანი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე  მადლობას უხდის თურქეთს ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის:

"მხარდაჭერის გამომხატველი ასეთი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მტკიცე პარტნიორობას და სოლიდარობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არის,"- აღნიშნავს ზალკალიანი

დღის ამბები