ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებისა და სენატორების მხრიდან წამოსულ კრიტიკას შალვა ნათელაშვილი ეხმაურება. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, ოლიგარქიული რეჟიმი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს თავის ტკივილი გახდა:
"ვაშინგტონში ინტენსიურად გაკეთებული განცხადებები ადასტურებს იმას, რომ ოლიგარქიული რეჟიმი გახდა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს თავის ტკივილი და რომ, სტრატეგიული მოკავშირეები განსაცდელში ჩვენს ქვეყანას არ მიატოვებენ," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.