კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ირაკლი მეზურნიშვილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ის მხრიდან წამოსულ კრიტიკას არ იზიარებს. მეზურნიშვილის თქმით, მაჟორიტარულ სისტემას არ უნდა აკრიტიკებდეს კონგრესმენი, რომლის ქვეყანაშიც წმინდა მაჟორიტარული სისტემაა:
"მაჟორიტარული სისტემა არ არის დემოკრატიული? ამას მეუბნება კონგრესმენი, რომლის ქვეყანაშიც არის წმინდა მაჟორიტარული სისტემა? არ მესმის ეს ფაქტი ამას ვერ გავიზიარებ. მაჟორიტარული სისტემაც დემოკრატიულია, შერეული სისტემაც დემოკრატიულია და პროპორციული სისტემაც დემოკრატიულია," - განაცხადა მეზურნიშვილმა.